ლიბერიის სკოლაში ხანძარს 26 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიასთან ახლოს, სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორი 26 ბავშვი და 2 მასწავლებელია. 

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯრობით უცნობია. ადგილზე მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. 

მომხდარს "ტვიტერში" ლიბერიის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეა გამოეხმაურა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.