ლიბიაში დაპირისპირებისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სახელისუფლებო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს საავადმყოფოსი გადაყვანა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

არეულობა ტრიპოლიში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიღარიბეს, შიმშილსა და მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ. მოქალაქეები ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებენ და კრიზისიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.