ლიბიაში საპრეზიდენტო საბჭოს შტაბს თავს დაესხნენ

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში საპრეზიდენტო საბჭოს ერთ-ერთ შტაბს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Al Arabia საპრეზიდენტო საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ტრიპოლში განთავსებული შეიარაღებული სამხედრო ბრიგადები სასტუმრო "კორიონთიაში" მდებარე საპრეზიდენტო საბჭოს შტაბს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა გენერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის, ჰუსეინ ალ-აიბის განთავისუფლება და იმად ალ ტარბლუსის  თანამდებობაზე დაბრუნება მოითხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის ნაჯლა მანგუშის გადადგომა.

ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს სპიკერის თქმით,  თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.