ლიბიის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

ლიბიის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

ლიბიის პარლამენტმა აბდელ ჰამიდ დბეიბას მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდალა ბლიჰაკმა განაცხადა.

"ბდელ ჰამიდ დბეიბას ეროვნული ერთობის მთავრობისთვის ნდობის უფლების ჩამორთმევას 113 დეპუტატიდან 89-მა დაუჭირა მხარი", - განაცხადა მან.

ლიბიის წარმომადგენელთა პალატამ (პარლამენტმა) დღეს აბდელ ჰამიდ დბეიბას ეროვნული ერთიანობის ახალ მთავრობას ნდობა 2021 წლის 10 მარტს გამოუცხადა.

ცნობისთვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წელს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო.დღეისათვის ქვეყანა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონკურენტ ბანაკებად არის დაყოფილი. აღმოსავლეთ ლიბიასა და სამხრეთის დიდ ნაწილს არჩეული პარლამენტი და გენერალ ჰაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული არმია აკონტროლებს. დედაქალაქ ტრიპოლის კი ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, გაეროსა და და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს.