ლიბიის ყოფილი პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ლიბიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, მაჰმუდ ჯიბრილი ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციით კაიროს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Arabiya ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ლიბიის ნაციონაური ძალების კოალიციას ხელმძღვანელობდა, საავადმყოფოში 27 მარტს განათავსეს. მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.