ლიდერები თანამშრომლობაზე თანხმდებიან, აშშ-მ უარი თქვა

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხდმნენ. ისინი ერთმანეთს კვლევის შედეგებს, მკურნალობის მეთოდებსა და მედიკამენტებს გაუზიარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. 

კონფერენცია ვიდეოფორმატით შედგა და მისი მიზანი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეჩვენებინათ, რომ კვლევის შედეგები ყველასთვის, მათ შორის, განვითარებადი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა.