ლიეტუვა სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსს არ გადასცემს

ლიეტუვა ბელარუსს ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას არ გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ნებისმიერს, ვინც ლიეტუვაში თავშესაფარი მიიღო, შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რომ მას რეჟიმებს არ გადასცემენ. ბელარუსის რეჟიმს შეგვიძლია ვუთხრათ: უფრო ადრე ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე ჩვენ თქვენს მოთხოვნებს განვიხილავთ“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.