ლივერპულში ექსპერიმენტალური წვეულება გაიმართება

ბრიტანეთში 3000 ადამიანს ექსპერიმენტალურ წვეულებაზე ეპატიჟებიან, იმის დასადგენად, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი ასეთ ღონისძიებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ВВС ავრცელებს.

წვეულებას ის ადამიანები დაესწრებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი გაკეთებული ექნებათ და  ინფექცია არ დაუდასტურდებათ.

ღონისძიება ლივერპულში, პარასკევს და შაბათს გაიმართება. ექსპერიმენტში მონაწილეობა მხოლოდ ლივერპულელებს შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ შესვლამდე ექსპერიმენტის მონაწილეებს სწრაფი ტესტის გაკეთებაც მოუწევთ. სავალდებულო არ იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.