ლონდონში ეკოაქტივისტებმა ფინანსთა სამინისტროს ხელოვნური სისხლი შეასხეს - VIDEO

ლონდონში ეკოაქტივისტებმა, რომლებიც ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, ფინანსთა სამინისტროს შენობას ხელოვნური სისხლი შეასხეს.

2 ათასი ლიტრი სითხის შესასხმელად დემონსტანტებმა სახანძრო მანქანა გამოიყენეს.

პერფორმანსის ორგანიზატორი ეკოაქტივისთა ჯგუფი „Extinction Rebellion“ არის, რომელიც ლონდონში საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავს.