ლონდონის აეროპორტი დაიხურა

ლონდონის აეროპორტი ფრენებს ოთხშაბათს საღამოს დროებით შეაჩერებს. აეროპორტში განაცხადეს, რომ ფრენები აპრილის ბოლომდე არ განხორციელდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ შესაბამისი სამსახურებისგან მიღებული მითითებების შემდეგ მიიღო.

აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა თანამშრომელს, დახურვის მიუხედავად, ხელფასი შეუნარჩუნდება.