ლონდონის სასამართლომ პრინც ფილიპის ანდერძს გრიფი საიდუმლო დაადო

ლონდონის მაღალმა სასამართლომ პრინც ფილიპის ანდერძს გრიფი საიდუმლო დაადო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლო მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მრავალწლიანი ტრადიცია არ უნდა დაირღვეს და ანდერძი არ უნდა გასაჯაროვდეს.

90 წლის შემდეგ გაიმართება კერძო სასამართლო მოსმენა, რომელზეც გადაწყდება, გასაჯაროვდება თუ არა ანდერძი.