ლონდონის თაუერის ხიდზე მოძრაობა აღდგა - განახლებულია

ლონდონში ცნობილი თაუერის ხიდი ტექნიკური გაუმართაობის შემდეგ ისევ ამუშავდა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

ხარვეზის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

-09:44-

ლონდონის თაუერის ხიდი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაიჭედა და აწეული დარჩა. ამის შესახებ BBC წერს.

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.

London City Co.-ის ცნობით, ტექნიკური გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად, ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.