ლონდონში აზერბაიჯანის მხარდასაჭერი კრეატიული აქცია გაიმართა

ლონდონში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად და სომხეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი ინიციატივით,  სატვირთო ავტომობილი შეიძინა და მასზე ელექტრონული ბანერი განათავსა, რომელზეც სპეციალური მიმართვა - ”სომხები გაეროს დადგენილებებს არ ასრულებენ” - არის დატანილი. 

”მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის”, - ვკითხულობთ ბანერზე.