ლონდონში მამაკაცი პოლიციას აფურთხებდა და ამბობდა, რომ კორონავირუსი აქვს

ლონდონის პოლიციამ 21 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. დაკავებისას ის პოლიციას აფურთეხებდა და ამბობდა, რომ კორონავირუსი აქვს. 

მოგვიანებით მან პოლიციასთან ეს ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ COVID-19-ით ინფიცირებული არ იყო. 

სასამართლომ იგი დამნაშავებ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

”იმედი მაქვს, რომ ციხეში გატარებული პერიოდი მას შეაგნებინებს, რომ მისი საქციელი არასწორია და მისი პატიმრობა  სხვებისთვის მაგალითი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოჯახურ ძალადობას სჩადის და პოლიციას ესხმის თავს, როდესაც ის მოქალაქეებს იცავს", - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა