ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად 11 მეხანძრე დაშავდა

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად11 მეხანძრე-მაშველი დაშავდა. მათ ძლიერი დამწვრობა აღნიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო სამსახური.

ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში კვამლის პირველი ნიშნები ადგილობრივი დროით 18:26 საათზე შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქება გახდა.

ხანძრის ლოკალიზება შეტყობინებიდან თითქმის ორი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხანძრის ჩაქრობაში 230-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.