Lucasfilm-მა "ვარსკვლავური ომების" მიხედვით 10 სერიალი დააანონსა

კომპანია Lucasfilm-ის პრეზიდენტმა, კეტლინ კენედიმ განაცხადა, რომ Disney "ვარსკვლავური ომების" კინოსამყაროს გაფართოვებას გეგმავს. ამის შესახებ The Guardian წერს.

ჯამში "ვარსკვლავური ომების" მიხედვით ათ ახალ სერიალს გადაიღებენ.

ახალ სერიალებს შორის იქნება შოუ "ლენდო" ჰან სოლოს საუკეთესო მეგობრის შესახებ, "The Acolyte" - ქალი პერსონაჟების შესახებ, 10 იაპონელი ანიმატორის მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებული, "დროიდების ისტორია" ცნობილი წყვილის, R2-D2-სა და C-3PO-ს შესახებ და ა.შ.

ამასთან, სტუდიამ დაადასტურა, რომ სერიალში "ობი-ვან კენობი" ენაკინ სკაიუოკერის/დარტ ვეიდერის როლში ჰეიდენ კრისტენსენი დაბრუნდება.

პროექტების უმეტესობა ამჟამად წარმოების საწყის ეტაპზეა.