ლუკაშენკო აშშ-ს მასზე და მის შვილებზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს განცხადებით, დაკავებული პირები აშშ-ის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულები. 

"აღმოვაჩინეთ, რომ ამაში საგარეო დაზვერვის სამსახურები იყვნენ ჩართულები - სავარაუდოდ CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო), FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო)", - განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

ბელარუსის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაციის განკარგულება აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გასცეს.