ლუკაშენკო ინტერვიუზე ფეხშიშველა მივიდა - VIDEO

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ფეხშიშველა მივიდა. კადრები ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა.

"მე დამლაგებლების შრომას პატივს ვცემ და ფეხშიშველა მოვედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო ლიფტიდან გამოვიდა. მას შავი წინდები ეწვა.

ბელარუსის ლიდერმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მაყურებლის წინაშე ასე გამოჩენის არ რცხვენია.