ლუკაშენკო მთავრობას გადაყენებით ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მთავრობას გადაყენებით ემუქრება, თუ ექიმებს კორონავირუსისგან დამცავი საჭირო ინვენტარი შემოაკლდებათ.

„თუ კვირის ბოლოს მომახსენებენ, რომ აფთიაქებში, მაღაზიებსა და საავადმყოფოებში, საკმარისი დამცავი ინვენტარი არ იქნება, განსაკუთრებით ექიმებისთვის, მთავრობა აღარ იქნება, სხვები იმუშავებენ“, განაცხადა ლუკაშენკომ

ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, გარდაიცვალა 13 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 53 საავადმყოფოში მკურნალობას 634 პაციენტი განაგრძობს.