ლუკაშენკომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერები მინსკში დაპატიჟა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერები მინსკში დაპატიჟა, სადაც სამიტი 19 მაისს იგეგმება.

"გელოდებით ყველას მინსკში, გაძლევთ სრული უსაფრთხოების გარანტიას", - განაცხადა მან ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ვიდეოშეხვედრის დროს.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკამ საზღვრები არ დახურა, ბელარუსში სანიტარულ-საკარანტინო აუცილებელი ღონისძიებები ტარდება, დაავადება კონტროლდება და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია სრულად მიეწოდება.