ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "BelTA" ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. 

მაისის ბოლოს, ბელორუსის ლიდერმა გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი მთავრობის შექმნას აპირებდა.