ლუვრის მუზეუმის გახსნა 6 ივლისს იგეგმება

ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, პარიზის ლუვრის მუზეუმის გახსნა 6 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მუზეუმი 13 მარტს დაიხურა.  

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარ ფილიპის განცხადებით, ქვეყანაში პარკებისა და სკვერების გახსნა 30 მაისიდან, ხოლო მუზეუმების - 2 ივნისიდან დაიწყება.