"Mad Max-ის" რეჟისორმა ფილმის ახალ სიქველზე ისაუბრა

Deadline-თან ინტერვიუში რეჟისორმა ჯორჯ მილერმა, რომელიც ამჟამად ფილმზე "Thousand Years of Longing" მუშაობს, "Mad Max-ის" სიქველზე ესაუბრა.

"მომავალში კიდევ ერთი "Mad Max" გამოვა. ჩვენ მასზე მუშაობისთვის ვემზადებით. ორი ფილმის პარალელურად კეთება საინტერესო გამოცდილებაა", - განაცხადა რეჟისორმა.

"Mad Max-ის" პირველი პოსტაპოკალიპტური სერია ეკრანებზე 1979 წელს გამოვიდა. მთავარი როლი ბელ გიბსონმა შეასრულა. 1981 წელს "Mad Max 2: The Road Warrior-ის" პრემიერა გაიმართა. "Mad Max Beyond Thunderdome" ეკრანებზე 1985 წელს გამოვიდა. 2015 წელს კი მაყურებელმა "Mad Max: Fury Road" იხილა, სადაც მთავარი როლი ტომ ჰარდიმ შეასრულა.