მადაგასკარში ათასობით ბავშვი მაღაროში მუშაობს

მადაგასკარში, ქარსის მომპოვებელ მაღაროში 11 ათასი ბავშვი მუშაობს. The Guardians -ის ინფორმაციით, მაღაროში დასაქმებულთა დიდ ნაწილს სწორედ ბავშვები შეადგენენ და ისინი უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ. მძიმე სამუშაო პირობების გამო ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ არასრულწლოვანების ექსპულატაცია.

ბუნებრივ მინერალ ქარსს საღებავების დასამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. მას განსაკუთრებით ფართო გამოყენება კოსმეტიკაში აქვს.