მადამ ტიუსოს მუიზეუმში ტრამპის ფიგურა გოლფის ფორმაში გამოაწყვეს

ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცვილის ფიგურას გოლფის ფორმა ჩააცვეს. ამის შესახებ განცხადება მუზეუმის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"სპორტის საყვარელი სახეობისთვის ტრამპს ახლა უფრო მეტი დროის დათმობის შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომ, მადამ ტიუსოს მუზეუმმა მას გოლფის ფორმა ჩააცვა და ამით მისი სამომავლო, 2021 წლის გარდერობი ასახა", - ვკითხულობთ მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, არჩევნებში დამარცხების შესახებ, თეთრი სახლის ლიდერმა, სწორედ გოლფის თამაშისას შეიტყო.