მადონა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

ამერიკელმა პოპ მომღერალმა, მადონამ ბილ გეითსის ფონდს - Bill & Melinda Gates Foundation ერთი მილიონი აშშ დოლარი შესწირა, რომლის მთავარ ამოცანასაც COVID-19-ის ვაქცინის შემუშავება და დაზარალებულთა მკურნალობა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს. 

მადონამ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება განათავსა და აღნიშნა, რომ უერთდება Bill & Melinda Gates Foundation-ის წამოწყებას და სამედიცინო პერსონალს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ Microsoft- ის დამფუძნებლის, ბილ გეიტისა და მისი მეუღლის, მელინდას საქველმოქმედო ფონდმა კორონავირუსის დასამარცხებლად ბრძოლისთვის  100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, საიდანაც  60 მილიონ აშშ დოლარი COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებას, ხოლო დარჩენილი თანხა, მკურნალობის მეთოდებისა და დიაგნოსტირების გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება.