მადრიდის ზოოპარკში გორილა ქალს თავს დაესხა

მადრიდის ზოოპარკის თანამშრომელს თავს გორილა დაესხა. ესპანეთის დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაშია.

სამსახურის ცნობით, 46 წლის ზოოპარკის მომვლელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ცნობისთვის, 2016 წელს მადრიდის ზოოპარკში ვეფხვმა მომვლელი მამაკაცი მოკლა.