მადრიდში რაფაელის გობელენები პირველად აჩვენეს

მადრიდში, სამეფო სასახლის გამოფენაზე პირველად წარმოადგინეს რაფაელის გობელენები, რომლებიც ოსტატმა სიქსტეს კაპელისთვის შექმნა.

ექსპოზიცია რაფაელის 10 გობელენს მოიცავს, რომელთა ანალოგები ვატიკანში იმყოფება.

როდესაც რაფაელის გობელენები საზოпადოებამ 1519 წელს ნახა, მათ ისეთი დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რომ იმდროინდელმა დიდმა თავისთვის ასლები შეუკვეთეს.

ყველაზე კარგად ამ დრომდე შემონახულია გობელენები, რომლებიც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ შეიძინა. მადრიდის გამოფენაზე სწორედ ეს გობელენებია გამოფენილი.