მადს მიკელსენი ახალ 'ინდიანა ჯონსში' გამოჩნდება

დანიელი მსახიობი მადს მიკელსენი ახალ "ინდიანა ჯონსში" გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deadline ავრცელებს.

რა როლს ითამაშებს მსახიობი, ჯერჯერობით უცნობია. მასთან ერთად ფილმში ითამაშებენ ამერიკელი მსახიობი ჰარისონ ფორდი და ფივი ვალერ-ბრიჯი.

ფილმის რეჟისორი ჯეიმს მანგოლდი, ხოლო პროდიუსერი სტივენ ალან სპილბერგი იქნება.

ახალი ნაწილის გადაღებები 2021 წლის ზაფხულში დაიწყება. პრემიერა კი დაგეგმილია 2022 წელს.