ნიკოლას მადურო მოსკოვში ჩავიდა

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რუსეთში ჩავიდა.

"ჩვენ რუსეთში ჩავედით, რათა ჩვენს ხალხებს შორის არსებული ისტორიული და ძალიან პოზიტიური ურთიერთობები და პატივისცემა განვამტკიცოთ", - წერს ვენესუელას ლიდერი "ტვიტერში".

ნიკოლას მადურო მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.