მაღაროში ჩარჩენილ მაღაროელებს 15 დღე ვერ ამოიყვანენ

აღმოსავლეთ ჩინეთში, ერთ-ერთ მაღაროში აფეთქების შემდეგ მაღაროელები მიწის ქვეშ აღმოჩდნენ და მათი ამოყვანა უკვე 11 დღეა ვერ ხერხდება. აფეთქების შედეგად იმდენად დიდი წინაღობა შეიქმნა, რომ ინტენსიური სამუშაოების შემდეგაც კი, ექსპერტების გათვლით, მათი ამოყვანა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დარჩენილი 21 მაღაროელიდან, მაშველებმა კონტაქტის დამყარება მხოლოდ  11-თან მოახერხეს. ინფორმაცია 10 ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ უცნობია.

მაშველებმა 11 კაციან ჯგუფს საკვები, მედიკამენტები და სხვა მასალები მიაწოდეს. ისინი მუშაობენ ვენტილაციის გასაუმჯობესებლად, რათა სუნთქვა შესაძლებელი იყოს.