მაღაზიაში ნაყიდი კვერცხებიდან იხვები გამოიჩეკა - PHOTO

დიდ ბრიტანეთში, ჰერტფორდშირის საგრაფოში მაღაზიაში ნაყიდი კვერცხებიდან იხვის ჭუჭულები გამოიჩეკა. ამის შესახებ BBC იუწყება.

20 წლის ჩარლი ლელომ მაღაზიაში კვერცხები შეიძინა და სახლში მიტანის შემდეგ, დროის გასაყვანად, ექსპერიმენტის მიზნით, ისინი ინკუბატორში მოათავსა.

როგორც გოგონამ თავად აღნიშნა, იხვები მის ქათმებთან ერთად "ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებენ".

კვერცხის მწარმოებელი კომპანია Waitrose-ის განცხადებით, მათი პროდუქცია საკვებად სრულიად უსაფრთხოა, თუ მათ ინკუბატორში არ მოათავსებენ.

გოგონამ იხვის ჭუჭულებს ბიპი, პიპი და მიპი დაარქვა.