მაიამიში კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი $120,000-ად გაიყიდა

ამ კვირაში მაიამის Art Basel Miami Beach-ზე, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი $120,000-ად გაიყიდა. ხელოვნების ბაზრის ვებ-გვერდის თანახმად, 3 ეგზემპლარიდან 2 უკვე გაიყიდა. ბოლო მათგანის ღირებულება კი $150,000-ია. პეროტინის ნამუშევარი, მავრიზიო კატელანმა, ოთხშაბათს, პარიზში დაარსებულ თანამედროვე სამხატვრო გალერეას წარუდგინა, რომელსაც იტალიელ მხატვართან დიდი ხნის ასოციაცია აქვს. 

"ეს 15 წლის განმავლობაში ხელოვნების ბაზრობაზე კატელანის პირველი წვლილია", - ნათქვამია გალერეის განცხადებაში. 

ბანანი ნამდვილია და არ არის მითითებული, რა უნდა გააკეთონ მფლობელებმა, როდესაც ის ლპობას დაიწყებს. 



კატელანი ცნობილია ქანდაკებებით, რომლებიც პოპულარულ კულტურას უკუაგდებს. მისი ერთ – ერთი ნამუშევარი, 18-კარატიანი ოქროს ტუალეტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარია, კედლიდან ჩამოაგდეს და ინგლისში, ბლეინჰაიმის სასახლიდან გაიტაცეს. მოქმედი ტუალეტი, სახელწოდებით "ამერიკა" კატელანის გამოფენის "Victory is Not an Option-ის" ნაწილი იყო. ქურდობასთან დაკავშირებით 5 ადამიანი დააკავეს და ტუალეტის დაუზიანებლად დაბრუნებისათვის ჯილდოც შესთავაზეს, მაგრამ მისი აღდგენა ჯერ ვერ მოხერხდა.