მაიამიში კორპუსი ჩამოინგრა - ნანგრევების ქვეშ 50 ადამიანია მოყოლილი

აშშ-ში, მაიამიში, 12 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი.

უბედური შემთხვევა 88-ე ქუჩის გადაკვეთაზე და კოლინზ ავენიუს სანაპიროსთან მოხდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე სამაშველოები მუშაობენ.