მაიკ პომპეო ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ესაუბრა და მათ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა

"სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ცალკე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. სახელმწიფო მდივანმა ლიდერებს მოუწოდა, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ძალადობის შეწყვეტის შესახებ. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დახმარებით ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების დიპლომატიურ გზას ეძებენ და პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის სპიკერმა.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულების სრული დაცვა, რაზეც მხარეები 10 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმდნენ.