მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში უმასპინძლებს, - ამის შესახებ Politico წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს, დილით მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა.

საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.