მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მიიღო.

დიპლომატებს შეხვედრების შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.