მაიკ პომპეომ ისრაელი აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დაასახელა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მიესალმება ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობის შემადგენლობის მიღებას და ებრაულ ქვეყანას შეერთებული შტატების ძლიერი და გამოცდილი პარტნიორი უწოდა.

”ჩვენ გულთბილად მივესალმებით ისრაელის ახალი მთავრობის შექმნას. მოხარულები ვართ, რომ ასეთი ძლიერი და გამოცდილი პარტნიორები გვყავს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის”, - წერს პომპეო Twitter–ის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს, ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ, ქსენეთმა ქვეყნის რიგით 35-ე მთავრობის შემადგენლობა დაამტკცა.