მაილი საირუსი ჯგუფ Metallica-ს ქავერ ვერსიებისგან ალბომის გამოშვებას გეგმავს

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ჯგუფ Metallica-ს კომპოზიციების ქავერ ვერსიებისგან შემდგარ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ თავად მომღერალმა განაცხადა.

მაილი საირუსმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტზე მუშაობა სინგლის "Midnight Sky"  გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომლის კლიპის რეჟისორი თავადვე იყო.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 2019 წლის "გლასტონბერის" მუსიკალურ ფესტივალზე Metallica-ს ჰიტი "Nothing Else Matters" შეასრულა.