მაიმუნები 5 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდნენ

ინდოეთში მაიმუნებმა საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოანგირეს, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა და მისი 6 შვილი სიცხის გამო დასაძინებლად აივანზე გამოვიდნენ. ამ დროს მათ მაიმუნები დაატყდნენ თავს და დაიწყეს კედლის ჩამონგრევა ზუსტად იქ სადაც, მათ ეძინათ. კედლის ჩამონგრევისას დედა და 4 შვილი დაიღუპა, ორი კი გადარჩა. 

პოლიციის განცხადებით, მაიმუნები გვარას ხეობის ეზოს გადახრილი კედლების გამო ხშირად სტუმრობენ.

გარემოსდამცველები თვლიან, რომ მაიმუნები საკვების საძიებლად ურბანულ რაიონებში გადადიან, რადგან მათი ბუნება განადგურებულია.