მაკოლეი კალკინმა 40 წლის იუბილე სარკაზმით აღნიშნა

26 აგვისტოს მსახიობი მაკოლეი კალნიკი 40 წლის გახდა. იუბილე კომედიის "მარტო სახლში" ვარსკვლავმა "ტვიტერში" გამოქვეყნებული, სარკასტული პოსტებით აღნიშნა.

"გინდათ, თავი ბებრებად იგრძნოთ? მე 40-ის ვარ. მადლობა საჭირო არაა", - წერს მაკოლეი.

მსახიობის თქმით, უკვე დროა, საშუალო ასაკის კრიზისს შეეჯახოს და ფიქრობს, სერფინგით ხომ არ დაკავდეს.

"ეს ჩემი საჩუქარია მსოფლიოსთვის: მე ადამიანებს ვაიძულებ, თავი ბებრებად იგრძნონ. მე უკვე ბავშვი აღარ ვარ და ეს ჩემი სამსახურია", - წერს კალკინი კიდევ ერთ პოსტში.