მაკრონი: კარანტინის გაუქმებაზე საუბარი ჯერ ადრეა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას არ იძლევა. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.

”ამჟამად, ვირუსის გავრცელების დონე იგივეა, რაც კომენდანტის საათის დაწესების დროს (ოქტომბერში) იყო. საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შესახებ საუბარი ჯერ ადრეა”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 071 499 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 917 ადამიანი.

საფრანგეთმა ვაქცინის მიწოდების თაობაზე უკვე გააფორმა სამი ხელშეკრულება. თითოეული ხელშეკრულება, საშუალოდ, 30 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.