გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ვიდეოჩანაწერს საფრანგეთში აზერბაიჯანის მეგობართა ასოციაციის გენერალური მდივანი მირვარი ფატალიევა ავრცელებს.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული 7 რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
"საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი და მისი მომიჯნავე 7 რეგიონი გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული", - აცხადებს მაკრონი.