მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გააგრძელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კორონაკრიზისის პერიოდში, მოსახლეობას ტელევიზიით მესამედ მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 4 კვირით, 11 მაისამდე გაგრძელდება. მაკრონის თქმით, „ პროგრესი მიღწეულია, თუმცა ბრძოლა ჯერ მოგებული არაა“. ამიტომ, მკაცრი შეზღუდვები 11 მაისამდე ყველამ უნდა დაიცვას.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 11 მაისამდე ქვეყანაში COVID-19-ის მქონე ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდება.  

მაკრონის თქმით, საბავშვო ბაღები და სკოლები 11 მაისს გაიხსნება. ის ასევე მუშაობს პროგრამაზე როგორ დაეხმაროს დაზარალებული სექტორების წარმომადგენლებს. მაკრონმა დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის სადაზღვევო კომპანიებს მიმართა.

საფრანგეთში გასული დღე-ღამეში კორონავირუსს 574 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და  გარდაცვლილთა რაოდენობმა 14967-ს მიაღწია.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 98 076-ს მიაღწია.