მალაიზიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები გამოვლინდა

მალაიზიაში კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი, 34 წლის მამაკაცი, თებერვლის ბოლოს გამართულ, მასობრივ მუსლიმურ რელიგიურ შეკრებაში მონაწილეობდა. ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებული შემთხვევების ორი მესამედი, 428 შემთხვევა, სწორედ ამ ღონისძიების მონაწილეებს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, მალაიზიაში, დაინფიციებულთა რაოდენობა 673-მდე გაიზარდა, აქედან 120 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა, მათ შორის 95 ისევ იმ რელიგიურ ღონისძიებას უკავშირდება.

სამდღიან რელიგიურ რიტუალში 16 000 ადამიანი, მათ შორის 1500 უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა.