მალაიზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში მოძრავი მატარებელი, რომელშიც მხოლოდ მემანქანე იმყოფებოდა, გვირაბში სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. ინციდენტის დროს მეორე მატარებელში 213 მგზავრი იმყოფებოდა. აქედან 47-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.