მალაიზიაში ორ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

მალაიზიის ხელისუფლებამ პატარა ნავიდან ორ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის კრისტალები ამოიღო, რომლის ღირებულებაც 26 მილიონ დოლარზე მეტია. ნარკოტიკული საშუალება ჩაის პაკეტებში იყო შეფუთული. ამის შესახებ Independent წერს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეტამფეტამინი უკანონოდ არის გადატანილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩინეთისა და ავსტრალიის დიდი ნაწილში.

ხელისუფლების განცხადებით, ნავს მამაკაცი მართავდა. საპატრულო გემის დანახვისთანავე მან გაქცევა სცადა, თუმცა ის დააკავეს და ნავი წაართვეს. ცნობილია, რომ ნავზე მამაკაცის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის შესახებ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ცნობილია, რომ მალაიზიას ესაზღვრება რიგი ქვეყნები, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებენ. ერთ დროს მსოფლიოში ოპიუმისა და ჰეროინის ძირითად წყაროს მიანმარი, ლაოსი და ტაილანდი წარმოადგენდა. ბოლო წლებში კი მალაიზიის მოსაზღვრე ქვეყნები მეტამფეტამინის მთავარი მწარმოებლები გახდნენ.