მალავის დედაქალაქ ლილონგვეში სექს მუშაკებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მოითხოვეს. ამის შესახებ გამოცემა Malawi Nyasa Times წერს.
მალავის სექს-მუშაკთა ასოციაციის (FSWA) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში მათი შემოსავალი 30%-ით შემცირდა.
მისივე თქმით, ქალები ხელისუფლებისგან შეზღუდვების შემსუბუქებას, კერძოდ, ბარებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების გახსნას მოითხოვენ.
”სექს-მუშაკთა შემოსავალი შემცირდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ფულს ვერ შოულობენ. მათ უმეტესობას საკვების, ქირისა და წამლების ფულიც არ აქვს “, - აცხადებს FSWA-ს ხელმძღვანელი.