მალის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შედეგად 6 ჯარისკაცი დაიღუპა

ცენტრალურ მალიში ორი ტერაქტის განხორციელების შედეგად 6 ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არმიის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ თავდასხმები ქვეყნის ცენტრში ბულკესის და მონდოროს ორ საგუშაგოზე მოხდა.

სამხედროების საპასუხო თავდასხმის დროს ოცდაათამდე ტერორისტი იქნა მოკლული. განადგურდა თავდამსხმელთა სამხედრო ტექნიკა და მოტოციკლები. მალის არმიის უფროსმა განაცხადა, რომ ტერორისტებზე თავდასხმა ფრანგული ჯარების ეფექტური კოორდინაციითა და სწრაფი რეაგირებით მოხდა.