მალიში 40-ზე მეტი სამხედრო გაქრა

მალის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მოსამსახურეების კოლონას ჩაუსაფრთდნენ. ინციდენტის შედეგად 40-ზე მეტი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარდა.

ინციდენტი მავრიტანიასთან საზღვართან კვირას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სამხედრო ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა, შემდეგ კი კოლონის მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ბაზაზე დაბრუნება 14-დან მხოლოდ 4 ავტომობილმა შეძლო.